ილია მეორეს 30 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 500-მდე ბავშვი გახდა. ეს იყო 46-ე საყოველთაო ნათლობა. მისი დასრულების შემდეგ ილია მეორემ ნათლულები დალოცა. მათ საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცათ.
დღეისთვის, უწმინდესს 30 ათასი ნათლული ჰყავს.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. დღეისთვის უწმინდესს 30 ათას 200-მდე ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.