კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, საკუთარ ქონებას ყიდის. მისი მიზანია მარსზე დასახლებების შექმნა. ამის შესახებ Business Insider წერს.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკის განცხადებით, მარსის განაშენიანებას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება, ამიტომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ქონებას ყიდის.
„მე არ მაქვს კომპანიის აქციებზე უფრო ძვირფასი ქონება. თუ საჭირო გახდა დაძაბული ვითარების გამო ან ოფისში ან საწარმოში დავიძინებ“, – აცხადებს Business Insider-თან საუბრისას ილონ მასკი.
2020 წლის ბოლოს მასკმა მარსის განაშენიანების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ის აპირებს ავტონომიური ქალაქის მშენებლობას. 2050 წელს ბიზნესმენი მარსზე 1 000 000 ადამიანის გაგზავნას აპირებს.
SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელი, ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.