იმაუწყებლებს თუ არა მიკროავტობუსებში მხოლოდ ხაინდრავას რადიო? [Audio]

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსებში” მხოლოდ ერთი რადიო ტალღა იქნება ჩართული, რომლის ლიცენზიაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო “თანამგზავრს” გადასცა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „აიპრესი“ ავრცელებს.

“ხელშეკრულებები უკვე დადებულია. მძღოლები ვალდებულნი არიან ჩართონ რადიო “თანამგზავრი”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურნენ როგორც რადიოსადგურები, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

კომისიის პრესსამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმით, “მათ ამ საქმეში ჩარევის უფლება არ აქვთ”.

“სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე კი ამბობს, რომ “მცდელობაა მონოპოლიზებული გახდეს სამარშრუტო ქსელი”.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფითად აფასებს რადიო “გრამაფონის” დირექტორი ირაკლი დათეშიძეც.

თბილისის მერიაში გვითხრეს, რომ ამ თემაზე ისინი განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ.

მოსუმინეთ აუდიომასალას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button