ინდოეთში ხიდის ჩანგრევის გამო 42 ადამიანი დაიკარგა [Photo/Video]

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში ხიდის ჩანგრევის გამო 42 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მაშველებმა 14 ადამიანი გვამი უკვე აღმოაჩინეს, – იუწყება Press Trust of India.

მდინარე სავიტრიზე გადაჭიმული ხიდი ინდოეთში ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. იგი ძლიერმა ნაკადმა ჩაანგრია, როცა რეგიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია. ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის დროს ხიდზე 2 ავტობუსი და 5 ავტომობილი მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობას 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39810″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button