ობამას ქალიშვილმა თევზის რესტორანში დაიწყო მუშაობა [Photo]

აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსმა ქალიშვილმა, საშა ობამამ თავისი ოჯახის საყვარელ რესტორანში დაიწყო მუშაობა, – იუწყება Boston Herald.

15 წლის საშას თევზის რესტორან Nancys-ში ცვლა 07.30 სთ-ზე ეწყება და 11:30 სთ-ზე უმთავრდება. გოგონას მოვალეობაში შედის საკასო აპარატთან დგომა, ექსპრეს-ფანჯრიდან საკვების მიწოდება, სტუმრებისთვის დარბაზის მომზადება და მაგიდების ალაგება.

საშა ობამას უსაფრთხოებას საიდუმლო სამსახურის 6 მუშაკი ავტომობილიდან თვალს ადევნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რესტორან Nancys-ის მფლობელი ბარაკ ობამას მეგობარია, ამიტომ მისი ქალიშვილის არჩევანი სავსებით გამართლებულია.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ობამას უფროსი ქალიშვილი – მალია შარშან საზაფხულო არდადეგებზე რეჟისორ სტივენ სპილბერგის ასისტენტად მუშაობდა. მაშინ იგი 17 წლის იყო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39794″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button