მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 2 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 6 919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 251 პირი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.