ინდონეზიაში ხანდაზმული ქრისტიანი ქალი საჯაროდ გაწკეპლეს [Photo/Video]

ინდონეზიის პროვინცია აჩეხში 60 წლის ქრისტიანი ქალი იმიტომ გაწკეპლეს, რომ იგი ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობდა. ქალი 30 წკეპლით დაისაჯა. – გავაცნობებს გამოცემა Mashable.
ეს ქვეყანაში პირველი შემთხვევა იყო, როცა სხვა კონფესიის წარმომადგენლების დასასჯელად შარიათის კანონები საჯაროდ გამოიყენეს.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, ზემოაღნიშნულ პროვინციაში, ახალგაზრდა ქალი ქორწინებამდელი სექსის გამო გაამათრახეს. იგი ეგზეკუციის შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ მოძრაობდა და დასჯის ადგილიდან საკაცით გაიტანეს.
როგორც ცნობილია, აჩეხი ინდონეზიის ერთადერთი პროვინციაა, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს. კერძოდ, აჩეხში აკრძალულია: ალკოჰოლური სასმელების გამოყენება, ქორწინებამდელი სექსუალური კონტაქტი, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, ქუჩებში თავდაუბურავი და შარვალში გამოწყობილი ქალების გამოჩენა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33382″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]