ინგლისის ეროვნული ნაკრები “ევრო 2016”-ს გამოეთიშა

სლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში „ალიანს რივიერაზე“ გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა, ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალურ გათამაშებაში ისლანდიის ეროვნული ნაკრები ტურნირის მასპინძელ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.