ინგლისის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის ჰიპოპოტამი დაიბადა [Photo/video]

ბრისტოლის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის – ლიბერიული ჯუჯა ჰიპოპოტამი დაიბადა. პატარა მთელ დროს საკუთარ დედასთან, მეტსახელად სირანა-თან ატარებს და მისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, – წერს The Daily Mail.

ზოოპარკის მუშაკების თქმით, ჰიპოპოტამი კარგად იკვებება და თბილ აუზში ბანაობს.
ლიბერიული ჯუჯა ჰიპოპოტამები გადაშენების პირას იმყოფებიან, მათი პოპულაცია სულ 2 000 ინდივიდს ითვლის. ისინი უმთავრესად ლიბერიის ნაციონალურ პარკში ბინადრობენ, მაგრამ ტყეების მასობრივი განადგურება მათ გამრავლებას ხელს უშლის.

აღსანიშნავია, რომ ბრისტოლის ზოოპარკი ჯუჯა ჰიპოპოტამების ტყვეობაში გამრავლების საერთაშორისო პროგრამის წევრია. 2014 წლის დასაწყისში, ჯუჯა ჰიპოპოტამმა სირანამ კიდევ ერთი ნაშიერი გააჩინა, რომელსაც ვინი დაარქვეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23588″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button