მსოფლიოსიახლეები

ინგლისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა

ინგლისში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა, 3 კი, დაჭრა. ინციდენტი ქალაქ რედინგში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ლიბიის 25 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა და პოლიცია სხვა ეჭვმიტანილს არ ეძებს. გამოძიება თავდაპირველად მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, პროცესში კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ და შესაბამისად, გამოძიება სწორედ ტერორიზმის მიმართულებით გრძელდება.

როგორც ”სქაი ნიუსი” იტყობინება, შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე საათით ადრე ანტირასისტული მოძრაობის აქცია გაიმართა, ლოზუნგით: ”შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”. თუმცა, ამ ეტაპზე, მომხდარს აქციას არ უკავშირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button