მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში წყალი ჩამოდის

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, წვიმის შედეგად, წყალი ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ცენტრი, საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა არ აქვს.

პანდემიის პირობებში, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დაწესებულებაა, სადაც ამ დროისთვის, 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button