ინფიცირების 15 644 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 295 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 617 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 511 800.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა
📌აჭარა – 1 109
📌იმერეთი – 2 342
📌ქვემო ქართლი – 865
📌შიდა ქართლი – 946
📌გურია – 447
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914
📌კახეთი – 866
📌მცხეთა-მთიანეთი – 334
📌სამცხე-ჯავახეთი – 174
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.
“აუცილებელია ბავშვები მოვარიდოთ საბავშვო ბაღებს და სასკოლო დაწესებულებებს” – დევი ტაბიძე
ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ მიემართება, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე, ბავშვების საბავშვო ბაღებისა და სასკოლო დაწესებულებებისგან განრიდების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გააქტიურდეს ვაქცინააციის პროცესი და მოსახლეობას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.
ეპიდემიოლოგების ხმა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
გერმანიამ გამოაცხადა, რომ 20 მარტამდე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უდიდესი ნაწილის გაუქმებას აპირებს ინფექციის მაჩვენებლების კლების გამო.
მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ გამოაცხადეს ავსტრიამ და შვეიცარიამ, შეერთებული შტატების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ COVID-19-ის პანდემიის შემდეგი ფაზისთვის ემზადებიან, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში იკლებს „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ინფიცირების მაჩვენებლები.
გერმანიის გეგმას მხარს უჭერენ კანცლერი ოლაფ შოლცი და 16 მხარის მთავრობათა ხელმძღვანელები.
გერმანიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ქვეყანაში რამდენიმე დღის განმავლობაში შეინიშნება ინფიცირების მაჩვენებლების კლება, თუმცა ის „ომიკრონამ-დელ“ პერიოდზე ბევრად მაღალია.
შოლცის თქმით, კვლავაც ძალაში დარჩება პირბადეების ხმარება და დისტანციის დაცვის ვალდებულება.
ავსტრიამ გამოაცხადა, რომ 5 მარტს გააუქმებს შეზღუდვების უდიდეს ნაწილს, შვეიცარიის თანახმად კი, შემზღუდავი ზომების უმრავლესობა მიმდინარე კვირაში შეწყდება.
დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ, დანიამ და ნორვეგიამ უკვე გააუქმეს პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვების უდიდესი ნაწილი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ ის განიხილავს ახალ მითითებებს, როდის იქნეს გამოყენებული პირბადეები.