რეგიონისაქართველოსიახლეები
ინფიცირების პირველი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც 30 აპრილს რუსეთიდან ჩამოვიდა.
კოჩიევას განცხადებით, ეს პირი იმყოფებოდა კარანტინში, სადაც ტემპერატურის აწევის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითია. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსში გადაიყვანეს. მარინა კოჩიევას თქმით, იზოლირებულია ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.