ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის საზიანო-სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/ninocminda-2.jpg)
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩადგეს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მინდა ყველას ვთხოვო, ნურავინ ეცდება, რომ რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრ ფერში. ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება მნიშვნელოვანი. ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მხრიდან თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის, შესაბამისად, ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა აღმოიფხვრას და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას რამდენიმე თვეა უშდეგოდ ითხოვს სახალხო დამცველი. პანსიონს მართლმადიდებელი ეკლესია მართავს.