სპორტი

ინტერმა დერბი მოიგო და ლიდერის პოზიციები გაიმყარა

მილანური დერბი სერია A-ს 23-ე ტურში გაიმართა. „ინტერმა“ „მილანი“ მშრალი ანგარიშით: 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, მდევარ „როსონერის“ 4 ქულით გაუსწრო.

ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა; 1 გოლი კი ლუკაკუმ გაიტანა და ამასთან ერთად, აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„მილანის“ 21 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთვის ეს მატჩი საიუბელეო იყო. ამ კლუბში გოლკიპერმა მე- 200 შეხვედრა ჩაატარა.

28 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ინტერი“ „ჯენოას“ უმასპინძლებს. „მილანი“ კი გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button