მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე სარჩელი უკან გაიწვია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. შესაბამისი შუამდგომლობით მან სასამართლოს დღეს, 10 ივნისის სხდომაზე მიმართა.

“19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც გამოვხატეთ ნება. ერთი სიტყვით, ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო. ეს გარემოებები მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ის პასუხისმგებვლობა, რაც ავიღეთ, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში”, – თქვა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის სხდომაზე.

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი თამარ კორძაია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში აირჩიეს ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“, პარლამენტში უფრაქციო, უპარტიო დეპუტატის სტატუსით საქმიანობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button