სპორტ-ნიუსისპორტი

ირაკლი აზაროვი თურქულ ტრაბზონსპორში ითამაშებს

თურქული სუპერლიგის კლუბსა და ბათუმის დინამოს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება,რომლის თანახმადაც 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი სულ მალე გაფორმდება. როგორც ცნობილი გახდა, ბათუმის დინამო ტრანსფერის სახით მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

გასულ სეზონში აზაროვმა ბათუმის დინამოს მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.მის ანგარიშზეა 5 საგოლე გადაცემაც.

მცველს გასულ წელს სანაკრებო დებიუტიც ქონდა და მონაწილეობის მიღება 6 მატჩში მოასწრო.

ქართული გულშემატკივარისთვის ცნობილია,რომ ტრაბზონსპორში შოთა და აჩი არველაძეები თამაშობდნენ და კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს.

კლუბი მიმდინარე სეზონზე სუპერლიგის ლიდერია მას 19 ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ კონიასპორს 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button