ვალენსია კლუბიდან რივეროს უშვებს მამარდაშვილს ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება

ვალენსიას ხელმძღვანელობამ კლუბიდან მეოთხე მეკარის, კრისტიან რივეროს გაშვება გადაწყვიტა.
შეთანხმება უკვე მიღწეულია. რივერო მესტალიას სულ მალე დატოვებს და წელიწადნახევრიანი იჯარით MLS-ში გადაბარგდება.
23 წლის გოლკიპერი ვალენსიას აღზრდილია.ის 2020 წლიდან შეუერთდა მთავარ გუნდს,თუმცა მონაწილეობა არცერთ მატჩში არ მიუღია.
მისი შანსები კი მას შემდეგ უფრო შემცირდა,რაც მესტალიაზე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.
ქართველი მეკარე ესპანეთში თბილისის დინამოდან იჯარით გადავიდა,თუმცა მალევე მოიპოვა დამრიგებელ ბორდალასის ნდობა და ის გულშემატკივარმა ლა ლიგის 6 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იხილა.
“ღამურებს” ახლა 3 მეკარე ყავთ: იასპერ სილესენი, გიორგი მამარდაშვილი და ხაუმე დომენეკო.
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას ვალენსიას ფეხბურთელები 5 იანვარს შინ,კარტახენასთან გამართავენ.