მნიშვნელოვანისიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი არსად არ მიდის

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

“ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგზის პრემიერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატია დატოვა.

ორგზის პრემიერი და თავდაცვის ყოფილმა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოლოს ის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ღარიბაშვილი საჯაროდ 25 ნოემბერს, არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებაზე, “დეპუტატის” სტატუსით გამოჩნდა, თუმცა იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ ის სადეპუტატო მანდატს დატოვებდა.

ამის შემდეგ ის “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა, სადაც ოლიგარქმა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button