მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

5 ივლისის ძალადობის მსხვერპლის, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button