მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს „ბინძურ პროვოკაციას“ უწოდებს

 

ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

„ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი, ჩვენი სარწმუნებობის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2014-2021წლებით დათარიღებულმა ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებსა და ჟურნალისტებზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button