მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს მადლობას უხდის

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ამავე დოკუმენტის ინიციატორს, შარლ მიშელს მადლობას უხდის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

“ჩვენ 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს. საჯაროდ ვაფიქსირებ მადლიერებას პრეზიდნტი მიშელის მიმართ, ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დასამშვიდებლად. მადლობას ვუხდით ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.
ამის მიუხედავად, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაცმოძრაობამ [მიხეილ] სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინცაა დღეს, ესაა ნაციონალური მოძრაობა. სხვა პარტიების საერთო ჯამი არჩევნებში შეადგენს 10%-ზე მეტს. ჩვენთვის მთავარი იყო ნაცმოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.

მსგავსი პოსტები

Back to top button