ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირების დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ეჭვმიტანილი დაადგინა [Audio]
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვისა და კოორდინატორის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია.
სადგურის დასახლებაში მცხოვრები ალექსანდრე ინდუაშვილი (ზედმეტსახელად ხამსა) ორი მუხლით, 117-ე (სხეულის განზრახ დაზიანება) და 263-ე მუხლებითაა (იარაღის ტარება) ეჭვმიტანილი. დაიკითხულია ფაქტის თითქმის ყველა თვითმხილველი.
საღამოს საათებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ატენის ქუჩის მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდა. შეკრებაზე ალექსანდრე ინდუაშვილი თანხმლებ პირთან ერთად მივიდა. ინდუაშვილმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ოქრუაშვილს წარსული შეახსენა.
შელაპარაკების შემდეგ სროლის ხმა გაისმა. ატენის ქუჩის დასაწყისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა ორჯერ იყო. დაჭრილია დაცვის წევრი კობა კოშაძე და კოორდინატორი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილებმა დაზიანებები ქვედა და ზედა კიდურებზე მიიღეს.
ინციდენტთნ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა. ირაკლი ალასანია გმობს წინას საარჩევნო პერიოდში მსგავსი სახის ინციდენტებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ ფაქტი და შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავე პირები.