მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გახდა

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადდანიშნულ მრჩეველს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება ქვეყნის პრიორიტეტია.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button