მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

პარტია “ლელომ” პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ერქმევა, რომელსაც სხვა ოპოზიციური წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია – ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენს წინაშე. ასევე, იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძისა და დავით უსუფაშვილის შემოერთება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების დიდმა ნაწილმა დღეს, მას შემდეგ დაიწყო მუშაობა რაც ევროსაბჭოს წარმომადგენლის ჩართულობით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button