შენობის ფასადის ჩამონგრევისას დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის თქმით, სტაბილურად მძიმეა. 20 წლის გოგო მრავლობითი ტრავმით კლინიკაში რჩება.
აღმაშენებლის გამზირზე შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოყვა.