მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანელი ინსტრუქტორების ჯგუფი ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა. 16 მათგანი თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 24 საავიაციო დარტყმაც და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხერსონის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში ახლახან ჩავიდა ირანელი ინსტრუქტორების ახალი ჯგუფი, რომელიც რუს სამხედროებს ასწავლის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 2 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდიუშჩენკოს ინფორმაციით, ქალაქში კადიროველების დამატებითი ნაწილები შევიდნენ და მათი რიცხვი 500-ს აღწევს.

“კადიროველების დამატებითი შენაერთები შევიდა ქალაქში. ყოფილი თევზის საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია 500-მდე არაადამიანი. გვარდიის კონცენტრაცია იზრდება“, – წერს ანდრიუშჩენკო.

მისივე ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა შეცვალეს ტაქტიკა სამხედრო კოლონების გადაადგილებისას.
გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინას 40-ზე მეტი რაკეტა ესროლა.

გენშტაბში ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე მაღალია.

“გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა გამოიყენეს 41 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, აქედან 5 ესროლეს ხარკივს, 16 რაკეტა უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, რუსებმა განახორციელეს 24 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი საარტილერიო თავდასხმა. არიან დაშავებულები და დაღუპულები”, – აცხადებენ უწყებაში

მსგავსი პოსტები

Back to top button