ირანში ბოდიბილდერი ქალი სელფის გადაღების გამო დააპატიმრეს [Photo/Video]

ირანში ბოდიბილდერი ქალი საკუთარ Instagram-ში „ურცხვი“ სელფის გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს, – იუწყება The Daily Mail. ამჟამად შირინ ნობაჰარის სოცქსელში 68 000 გამომწერი ჰყავს.

სპორტსმენი ქალი თავდებით არ გაათავისუფლეს, ვინაიდან მან 2 მილიონი ირანული რიალი (60 ამერიკული დოლარი) ვერ იშოვა. ამჟამად იგი კვლავ დაპატიმრებულია.
ცნობილი გახდა, რომ ბოდიბილდინგის საერთაშორისო შეჯიბრში ორმა ირანელმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი მათგანი შირინ ნობაჰარი იყო. 2016 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან „ურცხვი“ სელფების გადაღებისთვის ირანის ხელისუფლებისგან გაფრთხილება მიიღო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანელი ქალებისთვის მაჯიდან კოჭამდე გაშიშველბა ყოვლად დაუშვებელია. ამის გარდა, ადგილობრივი კანონების თანახმად, მათ მოტკეცილი ტანსაცმლის ჩაცმა სასტიკად ეკრძალებათ.

[print_gllr id=51528]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button