ჯეკ ნიკოლსონმა საკუთარი კარიერა დაასრულა [Video]

ჰოლივუდი სამწუხარო ამბავმა მოიცვა. ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ჯეკ ნიკოლსონი კინემატოგრაფს ტოვებს. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

ნიკოლსონის მიერ კინოკარიერის დასრულების მიზეზი მისი მეხსირების პროგრესირებადი გაუარესებაა. მსახიობი პერსონაჟების რეპლიკებს უკვე ვეღარ იმახსოვრებს.
ამჟამად ნიკოლსონი 79 წლისაა. მან 60-წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე 3 „ოსკარი“ მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ჯეკსონი ერთადერთი მსახიობია, რომელიც „ოსკარის“ საპატიო პრემიაზე 12-ჯერ იყო ნომინირებული. მან ასევე „ოქროს გლობუსისა“ და BAFTA-ს ჯილდოები არაერთგზის მოიპოვა.
მსახიობმა თავისი ბოლო როლი ფილმში „საიდან იცით?“ (How Do You Know?) 2010 წელს შეასრულა.
კინოინდუსტრიაში ნიკოლსონის მგზნებარე პირად ცხოვრებაზე ხშირად საუბრობენ. თავად მსახიობი ამბობს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სექსუალური კავშირი 2 000-ზე მეტ ქალთან ჰქონია, თუმცა 10 ცოცხალი სექს-ლეგენდის სიაში, რომელიც ჟურნალ Maxim-მა შეადგინა, იგი მაინც ვერ მოხვდა.
ნიკოლსონს 4 ქალისგან 5 შვილი ჰყავს, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ერთთან იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button