მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა

თეირანის ცნობით, ირანში, ისპაანში განთავსებულ სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, შედეგად აფეთქება იყო სამხედრო ცენტრში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული.

ისპაანის გუბერნატორის უსაფრთხოების უფროსის მოადგილის, რეზა ჯან-ნესარის განცხადებით, აფეთქებამ მცირედი დაზიანება გამოიწვია. სახელმწიფო მედიამ, IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარი “პატარა ზომის დრონებს” უკავშირდება.

მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი დრონის განადგურება მოახერხა – თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ კომპლექსის სახურავი დაზიანდა.

„ერთი [დრონი] საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში მოხვდნენ და აფეთქდნენ. საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახელოსნოს სახურავის მცირე დაზიანების გარდა“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

მანამდე ადგილობრივი სააგენტოები წერდნენ ძლიერი აფეთქების შესახებ ირანის აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-ანდიმში მსხვილ ქარხანაში ხანძარზე.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ირანის დასავლეთში, ქალაქ დიზფულში მდებარე საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, აფეთქებებსა და ხანძრებზე ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი).
ივლისში ირანმა განაცხადა, რომ დააკავა ისრაელში მომუშავე ქურთი ბოევიკებისგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც აპირებდა ისპაჰანში „სენსიტიური“ თავდაცვის პუნქტის აფეთქებას.
აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანშიც. თვითმხილველთა განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამთავრობო შენობებზე, რის შედეგადაც ჰაერში ირანული თვითმფრინავები აფრინდნენ.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის სამხედრო, ბირთვული და სამრეწველო ობიექტების გარშემო არაერთი აფეთქება და ხანძარი მოხდა.

2021 წელს ირანმა დაადანაშაულა ისრაელი მისი საკვანძო ობიექტის საბოტაჟში და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა.

ისრაელი დიდი ხანია იმუქრება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვერ გადაარჩენს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას მომხდარის უკან. ამის შესახებ ირანში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button