ირლანდიაში მელამ საფულე მოიპარა [Video]

ირლანდიაში მელას გოლფის მოედანზე საფულის ქურდობაზე წაასწრეს, – წერს გამოცემა Telegraph.

სახალისო ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გოლფის მოთამაშემ ცხოველის კამერაზე აღბეჭდვა დაიწყო. მელა გადაღებამ არ შეაშინა, იგი სულაც არ დაიბა და კაცს ჩანთიდან საფულე ამოიაცალა.

თუმცა, როცა კაცი ცხოველს დაედევნა, ქურდ მელას საფულე კბილებიდან გაუვარდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მელები გოლფის მოედნებს ხშირად სტუმრობენ და სპორტულ ინვენტარს ურცხვად იპარავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button