ირმა ინაშვილი: საგარეჯოელებო ჩვენ გავიმარჯვეთ!

“საგარეჯოელებო, ჩვენ გავიმარჯვეთ! უნდათ, რომ მოგვიგონ ჯარით, მაგრამ უჯარმის უბანში ისეთი დარღვევებია დაფიქსირებული, რომ ეს უბანი და მისი შედეგები უპირობოდ უნდა გაუქმდეს.” – აცხადებს ირმა ინაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “პატრიოტთა ალიანსიდან”

“შეძრული ვარ საზოგადოების უზარმაზარი თანადგომით. მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ საგარეჯოელებს… ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ამ დრომდე იყვნენ უჯარმაში” – აღნიშნავს ინაშვილი, რომელიც ამ წუთებში მედიისთვის თბილისში პრესკონფერენციას მართავს.

ჩნდება ეჭვი, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯარისკაცების ხმების გამოყენებას ცდილობს საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსიდან” საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უჯარმაში, სადაც მუხროვანის სამხედრო ბაზაა, გახსნილია სპეცუბანი, სადაც ხმას ჯარისკაცები აძლევენ.

“გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ აპროტესტებდნენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სპეცუბნების გახსნას.მაშინ ეს იყო მანკიერი, დღეს კი, მოსწონთ. 546 ჯარისკაციდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ მხოლოდ 25 იყო საგარეჯოელი. ჯარისკაცებს, რომლებიც მესტიიდან, ზუგდიდან და ბორჯომიდან არიან, თავად აქვთ კითხვები, რატომ მონაწილეობენ საგარეჯოს მაჟორიტარობის არჩევნებში. არ ვამბობთ, რომ სამხედროებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ის, რომ ასე სწრაფად იცვლება დისლოკაციის ადგილი და ჯარისკაცების რაოდენობა, ეს პირდაპირ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც ისედაც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მიზნად აქვს დასახული ჯარისკაცების ხმების გამოყენება მათი კანდიდატის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, საგარეჯოში ხდება იგივე, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი.
“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულები არიან სოფლის რწმუნებულები და გამგებლები.

“ამბობენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. სწორედ ეს მახინჯი კანონებია შესაცვლელი. რას აკეთებდა 3 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილი, რა უნდა სოფლის გამგებელს და რწმუნებულს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ეს არის ირიბი ზეწოლა ამომრჩეველზე, რადგან მიმდინარეობს მათი ფარულად აღრიცხვა”, – განაცხადა ინაშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი საარჩევნო უბნებზე იარაღით შენიშნეს.
“წარმოადგინოს გიგლა აგულაშვილმა რას გულისხმობს, ასევე წარმოადგინოს ავტომობილის ნომერიც და ის მასალაც, რომელზეც საუბრობს და ერთად გავარკვიოთ, ვიზეა საუბარი”, – განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button