“სამართლიანი არჩევნები” არჩევნების ხარვეზებზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, N50 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, უბნის დახურვის შემდეგ, საარჩევნო კომისიამ გამოავლინა შეუსაბამობა ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გამოუყენებელ ბიულეტენებს შორის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რეგისტრატორმა განაცხადა, რომ მან ზედმეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა. მოცემული დოკუმენტაცია დაილუქა და გადაეცა N13 საარჩევნო უბანს, სადაც უნდა მომხდარიყო კენჭისყრის შედეგების დათვლა და შეჯამება  – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების”  განცხადებაში
“ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა, რომ დათვლილი ბიულეტენები ერთით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საარჩევნო უბანზე გავრცელდა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. თუმცა, მთვლელების მიერ კონვერტების გახსნის და ბიულეტენების ამოღების პროცესში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ვერ ადასტურებს მოცემული ფაქტის ნამდვილობას”

როგორც ორგანიზაცია იუწყება, საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, რომელთაც სცადეს უბანზე შესვლა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

“საგარეჯოს N2, N13, N45 და N47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ამასთან, N47 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი არასრულყოფილად არის შევსებული” – აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში”

დამკვირვებელი ორგანიზაციის განცხადებით, საგარეჯოს N19 საარჩევნო უბანზე ხარვეზებით არის შევსებული შემაჯამებელი ოქმი. კერძოდ, ოქმში გადაკეთებულია მონაცემი. ამასთან, არ დგება ბალანსი ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ ბიულეტენებს შორის და არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

საგარეჯოს N41 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გაცემული ბიულეტების რაოდენობას;

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უარი უთხრა შემაჯამებელი ოქმების ასლების გაცემაზე არჩევნების დღეს და განუცხადა, რომ მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის საფუძველზე გადასცემდა შემაჯამებელი ოქმების ასლებს მეორე დღეს. – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების განცხადბაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button