“ისლამური სახელმწიფოს” მეომრები ბრაზილიის ოლიმპიადას ტერაქტებით ემუქრებიან [Photo]

ბრაზილიის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მეორმები ოლიმპიადაზე ტერაქტებს მოაწყობენ, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა ჩატარდეს, – იუწყება Reuters.

ასეთი განცხადება ბრაზილიის ანტიტერორისტული სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ლუის ალბერტუ სალაბერიმ გააკეთა.

“იმის ალბათობაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე გახდება, სხვა ქვეყნებში მომხდარი ტერაქტები მიგვითითებს, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიას არ ეთანხმებიან”, – აღნიშნა სალაბერიმ.

მან აგრეთვე ის მუქარის წერილიც დაამოწმა, რომელიც 2015 წლის ნოემბერში Twitter-ში საფრანგეთის მოქალაქე მაქსიმ ოშარმა პარიზის ტერაქტის შემდეგ გამოაქვეყნა. წერილის თანახმად, ტერორისტების სამიზნე საფრანგეთის შემდეგ ლათინური ამერიკა გახდება.

ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბრაზილიის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ცენტкს ქმნიან, რომელის 1,5 ადამიანს გააერთიანებს. მასში საჯარისო ქვედანაყოფები, სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ბრაზილიის სპეცსამსახურების თანამშრომლები შევლენ.

ამის გარდა, ოლიმპიადის დროს 200 სპეციალისტი, კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად, 24-საათიან რეჟიმში იმორიგევებს. ჯამში, ოლიმპიადის მსვლელოვის დროს მობილიზებული იქნება 85 ათასი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ XXXI საზაფხულო ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 5-დან 21 აგვისტომდე ჩატარდება. ეს იქნება პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გაიმართება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33452″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button