ისრაელ-“ჰამასის” ომის დაწყებიდან მეშვიდე კვირას ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი ისევ ამოქმედებულია

ისრაელის პრემიერმინისტრის ცნობით, თავდაცვის ძალებმა მეორე ეტაპზე გასათავისუფლებელი მძევლების სია მიიღეს – როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მორიგი გაცვლა შაბათს შედგება.
ნეთანიაჰუს თქმით, უსაფრთხოების ძალები მოწოდებული სახელების სიას ამოწმებენ. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გასათავისუფლებელ მძევლებს შორის ბავშვებიც იქნებიან – მძევლების გათავისუფლებამდე სია საჯარო არ გახდება.
გათავისუფლებული პატიმრები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ოფერის ციდიდან ორი ავტობუსით გამოიყვანეს.
49-დღიანი ტყვეობის შემდეგ დღეს ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა. მათგან 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია. სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოკადრი გავრცელდა, როგორი შეძახილებითა და სიხარული ხვდებოდნენ ისრაელში წითელი ჯვრის მანქანებს, რომლებშიც მძევლები ისხდნენ რაფაჰის გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს და ეგვიპტეში გადაიყვანეს. კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი, ისრაელის საპატიმრო 39-მა პალესტინელმა დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კარგ მდგომარეობაში არიან.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახლში დაბრუნებულთაგან თითოეულს ჰყავს ოჯახის წევრი ან ნათესავი, რომელიც მოკლეს ან ტყვეობაში იმყოფება ღაზაში. ეს უდიდესი სევდაა, რომელიც სიხარულსა და მღელვარებაშია არეული”, – თქვა ჰაგარიმ.
ისრაელის 13 მოქალაქეს შორის ოთხი ბავშვია და ექვსი ქალია 72-დან 85-წლამდე. გათავისუფლებულებს შორის არის ჰანა კაცირი, რომელზეც პალესტინის ისლამური ჯიჰადი ამტკიცებდა, რომ ტყვეობაში დაიღუპა. განცხადებაში, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა, ბოევიკები ამტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ ჰუმანიტარული ნიშნით გაეთავისუფლებინათ კაცირი, მაგრამ ისრაელის მხრიდან გარკვეული შეფერხების გამო, მათ ეს არ გააკეთეს და ქალი გარდაიცვალა.
გარდა ამისა დროებითი ზავი მუშაობს – ისრაელ-“ჰამასის” ომის დაწყებიდან მეშვიდე კვირას, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი ისევ ამოქმედებულია.
“მოგესალმებით ყველას, ჩემი ოჯახის წევრები – დორონი, რაზი და ავივი ტყვეობიდან სახლში დამიბრუნდნენ. ახლა უნდა ვიზრუნოთ მათ რეაბილიტაციაზე, იმ საშინელი ტრავმების შემდეგ, რომელიც მათ გადაიტანეს და რომელსაც ახლაც განვიცდით. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ოჯახი დავიბრუნე, ეს სიხარულის განცდაა და ჩვენ თვალცრემლიანები ვართ, თუმცა მე არ ვზეიმობ. არ ვიზეიმებ იმ დრომდე, ვიდრე უკანასკნელი მძევალიც არ დაბრუნდება სახლში,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი იონი კატზ აშერი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ტყვეების პირველი ჯგუფის დაბრუნების პროცესი დასრულებულია. ნეთანიაჰუ ამბობს, ომის ერთ-ერთი მიზანი ყველა ტყვეს შინ დაბრუნებაა.
“ჩვენ ახლახანს დავასრულეთ ტყვეების პირველი ჯგუფის დაბრუნების პროცესი. ბავშვების, დედების, ქალების. ყოველი მათგანი მთელი სამყაროა. მინდა, ხაზგასმით ვუთხრა ოჯახებსა და ისრაელის მოქალაქეებს, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა ტყვე დავაბრუნოთ. ეს ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანია,” – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
შეთანხმების პირობების მიხედვით, “ჰამასი” ისრაელს სამი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ ისრაელელ მძევალს გადასცემს.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში 217 მძევალია დარჩენილი.
დროებითი ზავის ფარგლებში “ჰამასმა” 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 4 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში 217 მძევალია დარჩენილი.
ამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში შედის ჰუმანიტარული დახმარების მზარდი ნაკადი.
ჟენევაში გაეროს გადაუდებელი დახმარების ოფისის (OCHA) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ათეულობით სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა შევიდა რეგიონში, უკვე გადმოტვირთულია საქონელი 137 ავტომანქანიდან.
გავრცელებული ცნობით, მოსახლეობას მიეწოდება საკვები, წყალი და სამედიცინო საშუალებები. არსებული ინფორმაციით, საწვავის და გაზის მიწოდებაც განახლდა.
გაეროს ოფისი ასევე იტყობინება, რომ 21 პაციენტი გადაიყვანეს ჩრდილოეთ ღაზის სექტორიდან კრიტიკულ მდგომარეობაში.
ამასთან დროებითი ზავის ძალაში შესვლის შემდეგ, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შედის. შეთანხმების თანახმად, 4 დღის განმავლობაში, ანკლავი, ყოველდღიურად, 130 000 ლიტრ საწვავს მიიღებს.
200 სატვირთო კი, მშვიდობიან მოსახლეობას საკვებით, წყლითა და სამედიცინო საშუალებებით მოამარაგებს.