მნიშვნელოვანირეგიონი

ისრაელის ელჩი საქართველოში, სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩავიდა

ისრაელის ელჩი საქართველოში, სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩავიდა.
ებრაელი დიპლომატი, რან გიდორი, ებრაული წარმოშობის ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.

შალომ კობოშვილის ნამუშევრები სიღნაღის ეთნორაფიულ მუზეუმში, 1876- 1941 წლების ებრაული ეპოქის ამსახველ ექსპონატებთან ერთად არის წარმოდგენილი.

საგამოფენო სივრცეში, სერიის „მხატვარი და ეპოქის“ ფარგლებში, მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ფოტომასალა, ებრაული კულტურის ამსახველი სამოსი, სამკაულები, რიტუალური და საყოფაცხოვრებო ნივთებია გამოტანილი.

გამოფენა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო და ის, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას ეძღვნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button