მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ბუნებრივი გაზის ნაკადი ფინეთში შეწყდება

რუსეთის ბუნებრივი გაზის ნაკადი ფინეთში შეწყდება შაბათს, “გაზპრომთან” რუბლით გადახდასთან დაკავშირებით დავის შემდეგ, განაცხადა ფინეთის სახელმწიფო ენერგომომმარაგებელმა, Gasum-მა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ფინეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია „გასუმმა“ დაადასტურა, რომ დღეს 07:00 საათიდან „გაზპრომმა“ ფინეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, იგეგმება სარჩელის შეტანა საარბიტრაჟო სასამართლოში.

მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრულ სახელმწიფოებს რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა .

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ფინეთი ბუნებრივი აირის უმეტესი წილის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს, თუმცა მასზე ქვეყნის მთლიანი ენერგიის მოხმარების მხოლოდ 10% მოდის.

ბუნებრივი აირის შეწყვეტა გამოიწვია ფინეთის ხელისუფლების უარმა გადაეხადა გაზის საფასური რუბლში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით.

მოსკოვის ეს ნაბიჯი აღნიშნავს დაძაბულობის ზრდას მის ჩრდილოელ მეზობელთან, რომელმაც ამ კვირაში ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოს თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩვენი ხელშეკრულებით მიწოდების შესახებ, ახლა შეჩერდება”, განაცხადა მიკა ვილიანენმა, Gasum-ის უფროსმა, პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში. “თუმცა, ჩვენ გულდასმით ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და უზრუნველვყავით ის, რომ გაზის ქსელში შეფერხებები არ იქნება”, ნათქვამია განცხადებაში.

შეიქმნა მიწოდების ალტერნატიული ქსელები, თქვა Gasum-მა, მათ შორის ბუნებრივი გაზსადენი Balticconnector, რომელიც აკავშირებს ფინეთსა და ესტონეთს. ფინეთის სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, გაზი ფინეთის ენერგეტიკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, თუმცა ის თითქმის მთლიანად რუსეთიდან მოდის.

Gasum-ის თქმით, ის ერთადერთი ენერგეტიკული კომპანიაა ფინეთში, რომელიც გაზს პირდაპირ რუსეთის “გაზპრომისგან” ყიდულობს. მინნა ელანდერმა, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ფინელმა ექსპერტმა, თქვა, რომ ეს არ წარმოადგენს “პანიკის საფუძველს” და რომ მოწოდების შეწყვეტა მოსალოდნელი იყო კვირების განმავლობაში.

“ის, რომ რუსეთი ახლა აჩერებს ენერგომომარაგებას ფინეთისთვის, ეს მათი მხრიდან ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების დაშინების უფრო დიდი სქემის ნაწილია”, დაწერა ელანდერმა ტვიტერზე. “უბრალოდ, ფინეთის შემთხვევაში, ეს სტრატეგია უკუშედეგს იძლევა, რადგან ფინეთი არ არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე”. იუკა ლესკელა, ფინეთის ენერგეტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე არ ელის პრობლემებს მიწოდების სფეროში ამ ზაფხულს. “შემოდგომამდე და ზამთრამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ვითარება ძალიან შეიცვალა”, განუცხადა ლესკელამ ფინეთის საინფორმაციო სააგენტოს STT-ს.

“ბევრმა კომპანიამ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები და ეძებს რუსული გაზის ალტერნატივებს”. ოთხშაბათს, ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ლანდშაფტის მოტივით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა განაცხადი შეიტანეს ნატოს წევრობისთვის. რუსეთი პასუხის გაცემას დაჰპირდა, მაგრამ ეს დაკავშირებული არის თუ არა ენერგიის შეწყვეტასთან, გაურკვეველია. გასულ თვეში, რუსეთმა ასევე გაყინა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთში, რადგან მათ ვერ განახორციელეს რუბლებით გადახდა მოსკოვის მოთხოვნის შესაბამისად, რაც განიხილება როგორც ტაქტიკა ადგილობრივი ვალუტის ღირებულების გაზრდის მიზნით, ეკონომიკაზე დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე.

რუსეთმა გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს რუსული რუბლით გადახდაზე.გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთი მოსახლეობისთვის გაზმომარაგების მიწოდებას სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button