მსოფლიოსიახლეები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლოს წინაშე მოქმედი სახელმწიფოს მეთაური წარსდგა.

ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ბრალდების მხარეს საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დარეგისტრირებული. სპეციალისტების მტკიცებით, გამოძიება, სულ მცირე, რამდენიმე თვე გაგრძელდება და ის შესაძლოა, 2 წლამდეც კი გაიწელოს.

ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი ვალდებული არაა, თანამდებობიდან გადადგეს. გასამართლების შემთხვევაშიც კი, ნეთანიაჰუს გადადგომის ვალდებულება იქამდე არ აქვს, ვიდრე რაიმე სახის აპელაცია იარსებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button