მსოფლიოსიახლეები

ვინ გამდიდრდა პანდემიის პირობებში

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის შედეგებისა, ამერიკელი მილიარდერების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. Americans for Tax Fairness და Institute for Policy Studies-ის კვლევის მიხედვით, 18 მარტიდან 19 მაისის ჩათვლით, ამერიკის უმდიდრესი 600 ადამიანის წმინდა აქტივები 434 მილიარდი დოლარით, ანუ 15% -ით გაიზარდა, 2.948 ტრილიონი დოლარიდან 3.382 ტრილიონ დოლარამდე.

Top-5 ამერიკელი მილიარდერის, მათ შორის, ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, მარკ ცუკერბერგის, უორენ ბაფეტის და ლარი ელისონის ქონება, ჯამში, 75,5 მილიარდი დოლარით, ანუ 19%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად, Amazon–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ ბეზოსის ქონება გაიზარდა. საუბარია 34,6 მილიარდ დოლარზე. მას მოსდევს Facebook–ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (+25,3 მილიარდი დოლარი) და Microsoft–ის შემქმნელი ბილ გეითსი (+8 მილიარდი დოლარი).

Oracle- ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი 7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა; Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორი უორენ ბაფეტი, – 564 მილიონი დოლარით.

მარტში Forbes-ს სიაში ამერიკელი 614 მილიარდერი იყო, ორი თვის შემდეგ კი, მათმა რაოდენობამ 630-ს მიაღწია. მათ შორისაა ახალბედა კანი ვესტი, რომლის ქონება 1,3 მილიარდი დოლარია.

რა ქონებას ფლობს Top-5 ამერიკელი მილიადერი? Forbes-ის უახლესი მონაცემები:

ჯეფ ბეზოსი – 146,9 მლრდ დოლარი
ბილ გეითსი – 106,5 მლრდ დოლარი
მარკ ცუკერბერგი – 85,5 მლრდ დოლარი
უორენ ბაფეტი – 69,2 მლრდ დოლარი
ლარი ელისონი – 66,4 მლრდ დოლარი

მსგავსი პოსტები

Back to top button