ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრს ეჰუდ ოლმერტს თაღლითობისთვის 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ოლმერტს 1993-2002 წლებში კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასა და ამერიკელი ბიზნესმენისგან თანხების მიღებაში ადანაშაულებდნენ. იერუსალიმის სასამართლომ ის დამნაშავედ 2015 წლის მარტში სცნო, განაჩენი კი დღეს გამოცხადდა.
ოლმერტის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ყოფილ პრემიერს სხვა საქმეზე 6 წლიანი პატიმრობაც აქვს მისჯილი. ის პოსტიდან 2009 წელს სწორედ კორუფციული სკანდალების გამო გადადგა.