ხაშურის რაიონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს
ორი ადამიანია გატაცებული ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებიდან.
ამჯერად გატაცებები ხაშურის რაიონის სოფლებში – ბროლოსანსა და წეღვერში მოხდა.
ორივე მათგანი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შალვა ენუქიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალში 13 დაკავებული იმყოფება.
შალვა ენუქიძის თქმითვე, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები გახშირდა.
წყარო: IPN