თბილისის ზოოპარკში ნუკრი დაიბადა

“გახსოვთ შარშან ჩვენს ხალებიან ირემს ერევნიდან ცოლი რომ ჩამოვუყვანეთ? ზოგმა მოიწონა რძალი, ზოგმაც დაიწუნა (როგორც ხდება-ხოლმე), ბიჭი ჯობიაო. ხოდა აგერ ბატონო,ერთწლიანმა ოჯახურმა თანაცხოვრებამ შედეგი გამოიღო და ქვეყანას უსაყვარლესი პატარა მოევლინა” – ასე ეხმაურება ნუკრის დაბადებას თბილისის ზოოპარკი.

“ძალიან ლამაზი ნუკრია. ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით ქათიბი აქვს, გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები. დედასაც ჰგავს და მამასაც.

მოკლედ, დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. პატარას ხან ვოლიერში მდებარე ხის სახლში სძინავს, ხანაც გარეთ გამოჰყავს დედიკოს სასეირნოდ.

მამაც კარგადაა. ზის ამაყად და უხარია, რომ მისი საგაზაფხულო ყვირილი, იქით ხილიანის მოსახლეობას რომ აფრთხობდა და აქეთ – უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასეთი არაჩვეულებრივი შედეგით დასრულდა” – წერს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდი.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7470″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432551199526″]

მსგავსი პოსტები

Back to top button