პრემიერ-მინისტრი საზეიმო მიღებას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს – ამის შესახებ რადიო ჰერეთს სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს.
13:00 საათზე, მთავრობის მეთაური თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს დაათვალიერებს.18:00 საათზე კი პრემიერ-მინისტრის სახელით, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის კონცერტი გაიმართება.
დღის ბოლოს, საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.