მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ერთ დღეში ღაზაში 24 ჯარისკაცი დაკარგა

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში, ღაზაში, 24 ჯარისკაცი დაკარგა. არმიის ცნობითვე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, სამხედროთა დანაკარგის თვალსაზრისით, გასული ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე იყო- ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია- ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულთაგან 21 რეზერვისტია. ისინი ცენტრალურ ღაზაში, კისუფიმთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლნენ. ამასთან, ისრაელის არმია ადასტურებს კიდევ 3 ოფიცრის დაღუპვას სამხრეთ ღაზაში.
როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ტანკს, რომელიც ისრაელელ სამხედროებს იცავდა, სარაკეტო ყუმბარა მოხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების დროს ტანკში მყოფი 2 ჯარისკაცი დაიღუპა. გამოცემების იუწყებიან, რომ ძლიერ აფეთქების შემდეგ ორი ორსართულიანი კორპუსიც დაინგრა, რის შედეგადაც იქ მყოფი სამხედროები დაიღუპნენ.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ “ჰამასთან” ომის დაწყების შემდეგ გუშინდელი დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, ქვეყანამ 24 ჯარისკაცი დაკარგა. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ერთ დღეში ისრაელის სამხედრო ძალებისთვის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს “ტოტალურ გამარჯვებას”.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ საჭირო გაკვეთილები და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის დასაცავად”, – დასძინა მან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ 21 რეზერვისტი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაღმებით, რომლებიც ისრაელის ძალებმა ორ შენობაში განათავსეს მათი დანგრევის მიზნით. ისრაელმა ასევე დაადასტურა, რომ სამი ოფიცერი დაიღუპა ღაზას სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ვარაუდობენ, რომ პალესტინელი შეიარაღებული მებრძოლების მიერ გასროლილი რაკეტა შენობებთან ახლოს ტანკს მოხვდა.

ისრაელმა დაიწყო ომი “ჰამასის” წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების თავდასხმის შედეგად 1 300 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს (მათი ნაწილი ნოემბერში ზავის შედეგად გათავისუფლდა).

IDF ვებგვერდის მიხედვით, 27 ოქტომბერს ისრაელის სახმელეთო შეჭრის დაწყებიდან 217 ჯარისკაცი დაიღუპა, ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ – 545.

“ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 25 295 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ჰამასს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. ღაზაში ამ დრომდე 130-მძევალი რჩევა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული მძევალი ან 7 ოქტომბერს დაიღუპა ან მას შემდეგ რამდენიმე კვირაში.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დასრულებას არ დათანხმდება. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჰამასმა ღაზაში დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ომის დასრულება, პალესტინელი პატიმრების გამოშვება და ღაზიდან ისრაელი ძალების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ის ამ პირობებს არ მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button