ისრაელში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს
ისრაელის ქალაქ ბეტუნიაში ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა “ჰამასის” ლიდერი – ჰასან იუსეფი დააკავეს, – გადმოსცემს ისრაელის არმია “ცაჰალის” პრესსამსახური.
იუსეფს ბრალად ედება ისრაელელებზე ტერორისტების წაქეზება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, ისრაელში ძალადობის ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. ხელისუფლების მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან, ქვეყანაში 30 ტერაქტი მოხდა, რომელსაც 3 ებრაელისა და 40 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
ჰამასი – “ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ” აკრონიმია (არაბ.: حركة المقاومة الاسلامية, პირდაპირი მნიშვ. “ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა”), და პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას წარმოადგენს, რომელიც მუსლიმანურ საძმოსთან მჭიდრო კავშირშია. მისი ოფიციალური მიზანია “იარაელის გეოგრაფიული რუკიდან წაშლა” და მის ადგილზე (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნა.