იტალიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს რუსეთს გადასცემენ
იტალიის სააპელაციო სასამართლომ, ბოლონიის სასამართლოს განჩინება, საქართველოს მოქალაქის რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე, ძალაში დატოვა.
4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ , ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები, წითელი ცირკულარით ძებნილი, 42 წლის ბორის წიკლაურის რუსეთისათვის გადაცემის გადაწყვეტილება, სამართლებრივად სწორად დაასაბუთა.
ოჯახის ახლო ნათესავები თვლიან, რომ სასამართლომ სწორი ვერდიქტი არ გამოიტანა და საქართველოს ხელისუფლებამაც , საკუთარი მოქალაქე, უყურადღებოდ დატოვა.
“გადაწყვეტილებაც უსამართლოა და საქართველოს ხელისუფლებამაც, საკუთარი მოქალაქის დასაცავად არაფერი გააკეთა. მე ქართული ოცნების წევრი ვარ, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარ მოქალაქეს არ იცავს, ხმა არ მივეცი. ამ გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ”- განაცხადა ბორის წიკლაურის ნათესავმა, ნათია მექუდიშვილმა.
როდის დაიწყება წიკლაურის რუსეთში ექსტრადირების აღსრულება, ჯერჯერობით უცნობია.
ბოლონიის სასამართლომ, საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადირების განჩინება , 11 სექტემბერს გამოიტანა.
პატიმრის ოჯახი, დაკავებულის საქართველოსათვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით, წიკლაურის ნათესავებმა, საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.
რუსეთის ფერდერაცია, ბორის წიკლაურს, 1999 წელს ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება, რისთვისაც მან სასჯელი უკვე მოიხადა.სასჯელის მოხდის შემდეგ, წიკლაური საქართველოში საქმიანობდა და მხოლოდ 2015 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადასვლის დროს შეიტყო, რომ მას წითელი ცირკულარით ეძებდნენ.2020 წელს, ის იტალიაში გაემგზავრა, სადაც დააპატიმრეს.