მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემებრს გაიმართება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 8 დეკემბერს გამოსცა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ახალარჩეული პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე უნდა შეიკრიბოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ თემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უნდა შედგეს.იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.

“ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წევრებიც იქნებიან წარმოდგენილები.

პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button