იტალიაში ძლიერ ტორნადოს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Video]

6 ნოემბერს იტალიის ადმინისტრაციულ ოლქ ლაციოს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

სტიქიის გამო ქალაქ ლადისპოლიში 25 წლის ინდოეთის მკვიდრი მამაკაცი დაიღუპა, რომელსაც ერთ-ერთი ეკლესიის კარნიზი დაეცა. ქალაქში ასევე ერთ-ერთი სახცოვრებელი სახლის ბილო 2 სართული ჩამოინგრა.

ქალაქ ჩეზანოში ქარიშხალს 61 წლის მამაკაცი შეეწირა, მას ძირფესვიანად ამოგდებული ხე დაეცა.

იტალიური მასმედიის ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქში ბევრი ქუჩა დატბორილია, ზოგიერთი საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტილია. ქარიშხალმა რომში 70 ხე წააქცია.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ოქტომბერში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც მრავალი ისტორიული ძეგლი და ეკლესია დააზიანა. რომში პროფილაქტიკისთვის მეტროპოლიტენის ფუნქციონირებაც კი შეაჩერს. მიქისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაზარალდა, თუმცა 24 აგვისტოს მომხდარ კატაკლიზმთან შედარებით მიწისქვეშა ბიძგები შედარებით სიუსტი იყო.

როგორც ცნობილია, იტალიაში აგვისტოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა.

https://www.youtube.com/watch?v=rJEMFlu7acg

https://www.youtube.com/watch?v=zxTH_36hoIw

მსგავსი პოსტები

Back to top button