იტალიაში სარვამარტო დღესასწაული დემონსტრაციებისა და გაფიცვების მოწყობით აღნიშნეს [VIDEO]

იტალიაში, მიმდინარე წლის 8 მარტს, სადაც სარვამარტო დღესასწაულს Festa Della Donna ჰქვია და ქალთა უფლებების დაცვის დღედ ითვლება, დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვები, მარშები და დემონსტრაციები გაიმართა. რომში საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, – გვაცნობებს La Repubblica.

პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხდეს და იტალიელებს ქალთა უფლებების დასაცავად ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვას სკოლები და საავადმყოფოები შეუერთდა.

რომში მეტროს სამივე ხაზი დაიკეტა, არ მუშოაბდა რკინიგზა, ავტობუსები და ტრამვაები.

ქალთა ძალადობის საწინააღმდეგოდ გამართულ გაფიცვებს შეუერთდა ტურინი, ბოლონია, ბარი, ვენეცია, მილანი, ფლორენცია, პარმა და ნეაპოლი.

გამოცემის ინფორმაციით, როგორც წესი, იტალიელი მამაკაცები ქალებს სარვამარტოდ მიმოზებს ჩუქნიან. ქვეყანაში აღნიშნული ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრდა. ასევე 8 მარტს მიღებულია მკვეთრი ყვითელი ტანსაცმლის ჩაცმა და ბრჭყვიალა სამკაულების ტარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button