ლონდონის ცენტრში განრისხებული ლეოპარდი გამოჩნდა [VIDEO]

ბრიტანელმა ბუნებისდამცველებმა რობოტი-ლეოპარდი შექმნეს, რათა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი ცხოველებისადმი ადამიანების ყურადღება მიიპყრონ.
Reuters-ის ინფორმაციით, შემქმნელებს ლეოპარდი ძალიან განრისხებული გამოუვიდათ. იგი ნებისმიერ ადამიანსა თუ ცხოველს შეაშინებს. სასტიკ ძუს ლილი დაარქვეს.
კონსტრუქტორებმა რობოტის შესაქმნელად რამდენიმე თვე დახარჯეს. მას არა მხოლოდ ღრენა, არამედ მიმიკით ხასიათის გადმოცემაც შეუძლია.
„ლილი დისტანციურად იმართება. მისი დინგი ძალიან ბუნებრივი გამოგვივიდა. იგი ერთგვარ შეშფოთებას იწვევს. გულწრფელად ვამბობ, ბნელ შესახვევში მასთან შეხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი“, – განაცხადა ბუნებისდამცველმა გილზ კლარკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button